ISIS-მა ჩიტების გამოკვება აკრძალა და ფრინველების გენიტალიები ისლამის შეურაცხყოფად ცნო

ISIS-მა ჩიტების გამოკვება აკრძალა და ფრინველების გენიტალიები ისლამის შეურაცხყოფად ცნო

ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო (აისისი) კრძალავს მტრედების გამოკვებას იქ, სადაც ხალიფატია გავრცელებული. როგორც გამოცემა Dailymail იუწყება, "აისისის" წარმომადგენელმა ეს საკითხი მას შემდეგ წამოჭრა, რაც ხალხის ჯგუფმა განაცხადა, რომ ჩიტების გენიტალიების დანახვა ისლამისთვის შეურაცხმყოფელია.

მალევე შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივებს აფრთხილებენ, რომ არ გამოკვებონ ჩიტები და მათ, ვისაც სახურავზე ყავს მტრედები, მოიშოროს თავიდან. ”მათ, ვისაც სახლის სახურავზე მერცხლები ჰყავს მოშინაურებული, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს ისინი თავიდან ამ საბუთის ამოქმედებიდან ერთი კვირის მანძილზე. ვინც წინ აღუდგება ამ ბრძანებას, დაეკისრება ფულადი ჯარიმა, პატიმრობა ან გამათრახება”, - ნათქვამია დოკუმენტში.

იანვარში "აისისის" წევრებმა დააკავეს 15 ბიჭი, რომლებიც ჩიტებს აჭმევდნენ და სამი მათგანი გაამათრახეს. დანარჩენი ბავშვების ოჯახებს 1 800 დოლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს