"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

"კოტემ განო ამ მძიმე ამბავთან გასამკლავებლად მარტო არ დატოვა..."

ცოტა ხნის წინ, "არქი ჯგუფმა" უდიდესი თანადგომა ახლახან გარდაცვლილ მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახის მიმართ და მეგობრების აქტიური დახმარებით, ბინა აჩუქა. ნინი დედალამაზიშვილი კოტეს მეუღლის, განო მელითაურის უახლოესი მეგობარია, რომელიც ამ მძიმე დღეებში მეგობარს გვერდიდან არ მოშორებია.

- ცოტა ხნის წინ ცუდი ამბავი მოხდა, კოტე თოლორდავას ტრაგიკულად დაღუპვა შოკში ჩაგვაგდო ყველა. მერე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ძალიან უჭირდა, ბანკის ვალი ჰქონდა, რაც მათ პატარებს უთავშესაფროდ დარჩენის საფრთხეს უქმნიდა. მაგრამ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ოჯახის თანადგომა შეძლეს. ამ საქმეში მეგობრებს სერიოზული წვლილი მიგიძღვით...

- განოს და კოტეს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ. ბინასთან დაკავშირებით ჩემზე აქცენტი არასწორად გაკეთდა. მეგობრებმა, ეს საქმე მხოლოდ იმის გამო ითავეს, რომ

კოტე ყველასთვის ასეთივე ყურადღებიანი და თბილი იყო. მთელი 8 წელი პრობლემები არ ელეოდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არასდროს ულაპარაკია. არასდროს არავინ შეუწუხებია. მათი პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ მშენებლობა, რომელშიც თანხა ჰქონდათ შეტანილი, აღარ გაგრძელდა და ის ფული დაიკარგა. არადა, მანამდე იმ მშენებლობისთვის ის ბინა გაყიდეს, რომლშიც ცხოვრობდნენ. კოტე მას მერე 9 ადგილას, თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ოჯახი ამ პრობლემებისგან ეხსნა.

მოკლედ, "არქი გჯუფის" მიერ გადაცემულ ბინის საკითხში ყველა გვეხმარებოდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რომ ადამიანებმა ასეთი გულისხმიერება გამოიჩინეს და ასე მიხედეს კოტეს ოჯახს.

ნამდვილად დიდი საქმე გააკეთეს და ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით ილია წულაიასა და ქეთი არეველაძის, ასევე ნოე სულაბერძისა და ეკა ხოფერიას. ყველანი ჯარიკაცებივით იბრძოდნენ, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო. ამიტომ ამ ყველაფრის გამო მადლობას მე ვერ მივიღებ. ეს იყო ჩვენი ვალდებლება... ვიმეორებ, ყველაფერი თავად კოტემ დაიმსახურა. პირადად მე კოტესგან დიდი სითბო მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად უამრავი პრობლემა ჰქონდა.

- როგორ გადის დღეები უახლოესი მეგობრის გარეშე?

- სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, ეს მდგომარეობა რომ გამოვხატო. კოტეს დიდი იმედი მქონდა, თუ რაიმე გამიჭირდებოდა, უპირვეელსად მას ვეძახდი... როცა პრობლემა ჩნდებოდა, სამეგობროში პირველი ფრაზა რაც ისმოდა ეს იყო: - კოტე გვიშველის.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია