სტიქიამ ფერმერს კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა

სტიქიამ ფერმერს კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა

ადიგენის მუნიციპალიტეტში 3 ივნისის სტიქიამ ორი სოფელი - უდე და აბასთუმანი დააზარალა. სოფელ უდეში მცხოვრებ ფერმერ, პავლე გიქოშვილს რამდენიმე ჯიშის კარტოფილი სამ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს დათესილი.

"შუადღეს, დაახლოებით ოთხი საათი იყო, სეტყვა მოვიდა, სეტყვამ მშვიდობიანად ჩაიარა, მნიშვნელოვნად არაფერი დაუზიანებია. საღამოს ქარიშხალი იყო, მოყვა დიდი წვიმა და ნაკვეთი ჩახრამა, ღარები გააჩინა და კარტოფილებიც წაიღო. ერთი თვალის გადავლებით შეიძლება ითქვას, რომ 40-50 პროცენტი გააფუჭა. ნაკვეთში 2,50 ლარიანი კარტოფილის რამდენიმე ჯიში მაქვს შეტანილი", - ამბობს პავლე გიქოშვილი.

კარტოფილის ნათესების გარდა, ფერმერს სიმინდის ნაკვეთის დაახლოებით 20-30 პროცენტიც დაუზიანდა. რა თანხის ზარალი მიიღო პავლე გიქოშვილმა, თავად ამის თქმა უჭირს. თუმცა ამბობს, რომ ჰექტარზე საშუალოდ 40 ტონა კარტოფილი მოჰყავს.

"სამი ჰექტრიდან ერთიც რომ დაზიანებულიყო, ჩათვალეთ, რომ 40 ტონა კარტოფილი გაფუჭდა. 40 ტონა კარტოფილი საშუალოდ, 70 თეთრად რომ გაყიდო, 28-30 ათასი ლარი გამოდის", - ამბობს გიქოშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა