"იმაზე დიდი წუხილი და შინაგანი მოუსვენრობა არ არსებობს, როცა ყველას ჰგონია, თითქოს ყოვლის შემძლე ხარ" - ლექსო თამაზაშვილი

"იმაზე დიდი წუხილი და შინაგანი მოუსვენრობა არ არსებობს, როცა ყველას ჰგონია, თითქოს ყოვლის შემძლე ხარ" - ლექსო თამაზაშვილი

დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას მეტი პოზიტივისკენ მოუწოდებს:

"ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ პოზიტივის გაზიარება ან გვეზარება ან გვერიდება ან გვეშინია რადგან "თვალი არ გვეცეს" ან ვინმეს არ ვათქმევინოთ: ,,რა ენაღვლება" მაგას-ჩვენ რა ვქნათ,ჩვენო .. უბრალოდ რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთ და მერე ჩვეულებრივ არ დავიწყოთ წუწუნი უკან, სიღრმისეულად უკან მივდივარო .. და ამ წუწუნში, მართლაც დრო გადის...ბევრი დრო...ვწეროთ მეგობრებო, ბევრი პოზიტივი და ჩვენთან ერთად სხვებიც კარგ განწყობაზე დავაყენოთ და იმათი კარგი განწყობა ყველაზე დადებითად იმოქმედებს .

ვიცი ბევრი იფიქრებს: თითქოს ჩემთვის ადვილია ამ ყველაფერზე საუბარი და "ჭკუაზე" დარიგება დამიჯერეთ იმაზე დიდი წუხილი და შინაგანი მოუსვენრობა არ არსებობს, როცა ყველას ჰგონია, თითქოს ყოვლის შემძლე ხარ, ყველა ერთი შეხედვით-მარტივ რამეს გთხოვს და ხშირად ვერ უგვარებ პრობლემებს. ჯერ გაქებს, გეფერება მერე ცოტას "წაგკბენს" ტექსტით: "კაი რა შენთვის ამის გაკეთება ხომ არაფერია" და ბოლოს "გწყევლის" და ეს ჩემს ინბოქსში ათასობითაა...არ ვწუწუნებ, არც როგორც დეპუტატი ისე არ ვწერ ამ ყველაფერს, უბრალოდ გიზიარებთ ჩემს ემოციებს ან რა მაქვს საწუწუნო:

მყავს ჯანმრთელი მშობლები , დედმამიშვილები , დისშვილების მთელი არმია და უმაგრესი მეგობრები...და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ...სხვა დანარჩენი ყოველთვის წარმავალია. გვახსოვდეს წინ ცხელი, მაგრამ ბედნიერი ემოციებით დატვირთული ზაფხული გველის" - წერს თამაზაშვილი.

ნინი ბადურაშვილი დასთან ერთად დუბაიში ისვენებს - დების ზღაპრული მოგზაურობის ფოტოები

"სიყვარულის 2 წელი" - დავით კირკიტაძის მეუღლე ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით, რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

"პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა, დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში" - ლექსო თამაზაშვილი "ტვ პირველს" პასუხობს