IKEA-ს დამფუძნებლის 10 რჩევა წარმატებისთვის

IKEA-ს დამფუძნებლის 10 რჩევა წარმატებისთვის

ნუ გაუბრაზდებით ფულს, დააფასეთ დრო და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების - ეს მსოფლიოს ”ყველაზე ძუნწი მილიარდერის” წარმატების საიდუმლოა.

მულტინაციონალური კონცერნის IKEA-ს დამფუძნებელმა, შვედმა ბიზნესმენმა, 89 წლის ინგვარ კამპრადმა წარმატებული ბიზნესი ორი წლის წინ შვილებს გადააბარა.

მამის წარმატებულ საქმეს კამპრადის სამი ვაჟი ღირსეულად და წარმატებით აგრძელებს. 89 წლის მილიარდერის ქონება ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შვედ ბიზნესმენ ძუნწის იარლიყი რამდენიმე წლის წინ მიაკერეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი 32 წელი ერთსა და იმავე სამუშაო სკამში იჯდა, ძველისძველი ”ვოლვოთი” გადაადგილდებოდა, მივლინებებში 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდებოდა და ეკონომკლასით მგზავრობდა.

ინგვარ კამპარდის 10 რჩევა

1. ძალიან ვამაყობ ჩემი ძუნწის რეპუტაციით

2. შეცდომებს მხოლოდ მძინარე ადამიანები არ უშვებენ

3. ”იკეა” არ არის იდეალური. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც მსოფლიოში საუკეთესოს გვიწოდებენ, რადგან იდეალურობამდე კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს