37 წლის გიორგი ლეკიაშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, ბეთანიის ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლობლების ინფორმაციით, გიორგი ლეკიაშვილი სახლიდან პარასკევს გავიდა და მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდნენ. გიორგი ლეკიაშვილი თბილისში, საბურთალოს რაიონში ცხოვრობდა. მას 4 შვილი დარჩა.