ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''

ნანა ნებიერიძე: ''მამაკაცებს დავუმტკიცე, რომ ქალებიც მაგარი მძღოლები არიან...''

''ჩემი ცოლის დაქალების'' ამ სეზონში ნანა ნებიერიძე მაყურებლის წინაშე მსახიობის ამ-პლუაში წარდგა, ანკას დედის, ლალას დაქალს თამაშობს და სხვათა შორის, ეს ფაქტორი თურმე პატრულთან ურთიერთობაშიც ეხმარება. ნანას საავტომობილო ამბები გამოვკითხეთ.

- მანქანები ბავშვობიდან მაინტერესებდა, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ავტომობილი და ეს ოცნება 20 წლისამ ავიხდინე. მიუხედავად იმისა, რომ მხარჯველი ვარ და ფული არ მიჩერდება, მანქანის შესაძენად ფულს დიდხანს ვაგროვებდი. მაშინ ავტობაზრობა დიღომში იყო, მივედი და ვიყიდე ''ფორდ სიერა''. ტარების სასწავლად ავტოსკოლაში არ მივლია, რაღაცნაირად თვითონ ვისწავლე, ალბათ, იმდენად მინდოდა მართვა, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ შემქმნია. ბილეთებსაც თვითონ გავართვი თავი და მართვის მოწმობა ავიღე. ჩემი პირველი მანქანა ავტომატიკა იყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ვიყიდე ''ნივა'', მექანიკა და საკმაოდ უხეშად სამართავი მანქანა, მით უმეტეს ქალისთვის. იმ პერიოდში მექანიკის ტარება არ ვიცოდი, ამიტომ მამაჩემს ვაჩუქე, თუმცა დავინტერესდი და ნელ-ნელა მექანიკის ტარებაც ჩემით ვისწავლე. თან, იმდენად მომეწონა, დღემდე მექანიკით დავდივარ, მომწონს და პრობლემას არ მიქმნის. ყველა მეუბნება, რად გინდა, ავტომატიკა იყიდეო, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მაკმაყოფილებს.

- გარდა ამისა, რა მოთხოვნები გაქვთ მანქანის მიმართ?

- სიმართლე გითხრა, ამ საკითხში მაინცდამაინც პრეტენზიული არ ვარ. ზაფხულში კონდიციონერი კარგად უნდა მუშაობდეს და ზამთარში – გამათბობელი. ჩემი ძირითადი მოთხოვნა ესაა, ''პოლნი ნავაროტკებს'' არ ვითხოვ (იღიმის). ამასთან, მნიშვნელობას ვანიჭებ იმასაც, რამდენად ცოტა საწვავს მოიხმარს მანქანა. ჩემთვის ავტომობილი არის აუცილებელი ნივთი, რომელიც ყოველთვის საჭიროა, სახლისთვის, სამსახურისთვის, ბავშვისთვის, დასვენებისთვის, გადაღებისთვის, მაღაზიისთვის და ა.შ.

- მანქანის ტექნიკურ საკითხს თავად აგვარებთ, ერკვევით?

- ვერა. საბედნიეროდ, ჩემი მანქანა ახალია და ხშირად არ მიწევს ავტოტექმომსახურების ოფისში სიარული. ერთადერთი, რაც ვიცი, ესაა ზეთისა და ჰაერის ფილტრების გამოცვლა.

- შუა გზაში მანქანა გაგჩერებიათ?

- კი, ერთხელ შუა გზაში დამეშვა საბურავი, ვიქექე საბარგულში, ძლივს ვიპოვე ''დანკრატი'', მაგრამ გამოყენებაც კი არ ვიცოდი. საბედნიეროდ, მამაკაცებმა რომ დამინახეს ასეთ მდგომარეობაში, დამეხმარნენ. სიმართლე გითხრა, არც ვღელავდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ქართველი მამაკაცი და არამარტო, გზაზე პრობლემის წინაშე მდგარ ქალს რომ დაინახავს, აუცილებლად დაეხმარება.

- სისწრაფე გიყვართ?

- ადრე ძალიან მიყვარდა, მაგრამ დღეს ნაკლებად. ქალისთვის 2.2 ან 2.0-იანი ძრავა საკმარისია. ვიცი, რომ სიჩქარე კარგს არაფერს მოიტანს, ამიტომ ვცდილობ, ფრთხილად ვია-რო, მით უმეტეს, რომ კანონმორჩილი მძღოლი ვარ.

- პატრული რამდენად ხშირად გაჩერებთ და გაჯარიმებთ?

- ჯარიმა პრაქტიკულად არ მაქვს, ჩემი პრობლემა საჭესთან ტელეფონით საუბარია. არ არსებობს, მანქანის მართვის დროს დამირეკონ, ვუპასუხო და უცებ საიდანღაც ჩემ გვერდით პა-ტრულის მანქანა არ გამოჩნდეს, ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა შეღავათი გამიწიეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ვმონაწილეობდი. ახლა უკვე, როგორც ლალას დაქალს, ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'', ისე აღმიქვამენ (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება