მოკლული ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ ბრალდებულის მხარემ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა

მოკლული ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ ბრალდებულის მხარემ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესზე, განაჩენი ვერ გამოიტანა. ლაშა მახარაძის დედა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბრალდებულის მხრიდან, ნაფიც მსაჯულებზე მიზანმიმართული "მუშაობა" მიმდინარეობს. ამის შეხახებ მან "იმედის კვირასთან" საუბრის დროს განაცხადა:

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული ქალბატონი, ამ ქალბატონის ოჯახის წევრი არის მსჯავრდებული, ამჟამად რუსთავი მე-16-ე დაწესებულებაში იხდის სასჯელს, რომელიც ჩემ შვილსაც იცნობდა. ამ ბიჭის ადვოკატი და ოქროპირიძის მოქმედი ადვოკატი, დავით მოდებაძე, ათენებდა და აღამებდა ვინ როდის გადიოდა სასამართლოდან, ძალიან სერიოზული მუშაობა მიდიოდა ნაფიც მსაჯულებზე.

მე ეს განვაცხადე პროკურატურასთან, მოსამართლესთან შევიტანეთ ოფიციალური განცხადება, რომ აქ არის საერთო ადვოკატი. ამის მერე მათ, პატარა დაკითხვა მოიაწყეს და ამით დაასრულეს ყველაფერი. მოსამართლემ ეს ნაფიცი მსაჯული დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო ადამიანი არსებობდა. მე მაქვს ეჭვი რომ ნაფიცი მსაჯული იყო მიკერძოებული ბრალდებულის სასარგებლოდ, ამას ეჭვიც არ უნდა" - აცხადებს მახარაძის დედა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია