ვეღარ გაუძლო სინდისმა და აბსოლუტურად ყველაფერი მოყვა - მოკლული ლაშა მახარაძის ბიძა სასამართლოს დეტალებზე საუბრობს

ვეღარ გაუძლო სინდისმა და აბსოლუტურად ყველაფერი მოყვა - მოკლული ლაშა მახარაძის ბიძა სასამართლოს დეტალებზე საუბრობს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესზე, განაჩენი ვერ გამოიტანა. ლაშა მახარაძის ოჯახის წევრები ბრალდებულის მხრიდან, ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ.

"ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული მოვიდა ქალბატონ ნინოსთან სახლში მოვიდა და ყველაფერი უამბო, თუ რა ჩხუბი იყო ნაფიც მსაჯულებს შორის", - ეს განცხადება მოკლული ლაშა მახარაძის ბიძამ გადაცემა "იმედის კვირაში" გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ბრალდებულ ოქროპირიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასამართლოზე, და კერძოდ, ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლას, რის გამოც მათ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მისივე თქმით, 2 ნაფიცი მსაჯული გოგონა პროცესის დასრულებისთანავე დარბაზში ატირდა.

"ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული მოვიდა ქალბატონ ნინოსთან სახლში და თქვენ არ იფიქროთ რომ ხმები გაიყოო. ვეღარ გაუძლო სინდისმა და აბსოლუტურად ყველაფერი მოყვა რაც მოხდა. ჩხუბი იყო ხელჩართული, ნაფიც მსაჯულებს შორის, ვინ ვის გადაიბირებდა. მე არ მგონია რომ ეს მხოლოდ ნაფიც მსაჯულების არაკვალიფიციურობის ბრალი იყო, ეს იყო დაგეგმილი შეიძლება მკვლელობის დღიდან".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია