"თეა წულუკიანმა და ირაკლი შოთაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს"

"თეა წულუკიანმა და ირაკლი შოთაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს"

"თეა წულუკიანმა და ირაკლი შოთაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს,"- ეს განცხადება "პოსტსკრიპტუმთან" საუბრის დროს მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ გააკეთა.

მისი თქმით გასაკვირია თუ საიდან იციან იუსტიციის მინისტრმა და პროკურორის მოადგილემ თუ რამდენი მსაჯული იყო მომხრე და მოწინააღმდეგე იმისა გამტყუნდებოდა თუ არა მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე.

"იუსტიციის მინისტმა წულუკიანმა თქვა რომ 7-მა 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი გამამტყუნებელ ვერდიქტს. მსაჯულების საიდუმლოების დარღვევა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე მაინტერესებს, საიდან გაიგო ქალბატონმა წულუკიანმა ან მთავარი პროკურორის მოადგილემ შოთაძემ ეს ინფორმაცია? მე მოვითხოვ დაიწყოს გამოძიება ამ საქმეზე,"- აცხადებს დავით მოდებაძე.

შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ვერ გადაწყვიტეს იყო თუ არა მკვლელი გიორგი ოქროპირიძე. ამის გამო ყველა ნაფიცი მსაჯული მოსამართლემ დაითხოვა. ახალი მსაჯულების შერჩევა კი 10 ივნისიდან დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია