35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"

35 წლის შემდეგაც "სიყვარული ყველას უნდა"

"სად ჰქონდა ამდენი ძალა ბერტას, არ ვიცი. მარტო ამ ტრიუკისთვის ეკუთვნოდა ჰონორარი"

"რაღაცები არ მოსწონდათ კახელებს, ფირებს აგორებდნენ ქუჩებში, ლენტებს წვავდნენ, მაგრამ დღეს ყველას უყვარს ეს ფილმი"

მიხეილ ჭიაურელისა (უმცროსი) და გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეული გავიდა, თუმცა, ამდენი წლის მერეც ზეპირად იცის მაყურებელმა მისი ფრაზები: "ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?", "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", "გიყვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუანს!", "სიჩუმეზე გიცან", "მე ვიცი და ჩემმა გუმანმა", "შენ არ იცი, რა ტკბილია თბილი კერა, თბილი ლოგინი", "კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსა, თვითონ კიდევ ქედანივით გვიყურებს", "ნეტა ვიცოდე, რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა!", "იგრე ხართ, როგორც ყველი და პური", "რატო პატრონი არ მოვუკალ, რატო მეოთხედაც არ გავთხოვდი"... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებს­ ამ ფილმზე მუშაობის პერიოდს. პარალელურად კი შევიტყობთ, როგორ გაგრძელდა მისი პერსონაჟების ცხოვრება.

მიხეილ ჭიაურელი: - ერთ დღეს რეზო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, მიშიკო, შენ გიყვარს კახეთიო და წასაკითხად ლეილა ბეროშვილის სცენარი გადმომცა. რომ წავიკითხე, არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო. ისეთი ხასიათები, ფრაზები, ეპიზოდები­ და მთლიანობაში იმდენად საინტერესო იყო ეს სცენარი, რომ მხოლოდ გადაღება სჭირდებოდა. ფილმს თავიდან ერქვა "ჩემი კახეთი­ და ჩემი კახელები", მერე - "გოგონა საკერავი მანქანით", ბოლოს კი "სიყვარული ყველას უნდა""დავარქვით.

ამ ფილმში ისეთი მსახიობები თამაშ­ობენ, რომ ძნელია, საკუთარ თავზე აიღო მათი დახასიათება. გივი ბერიკაშვილი მე როგორ დავახასიათო, ან კახი, ან ბერტა ხაფავა, რომელმაც კოლას მეუღლე­ არაჩვეულებრივად ითამაშა. არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები: ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახო ფანჩულიძე, ტრისტან სარალიძე, ამირან ამირანაშვილი...

იხილეთ გაგრძელება

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)