ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, პროკურატურა გაავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას ბრალის წარდგენის შესახებ. ამ დროისთვის პროკურატურაში არ საუბრობენ თუ რა საქმეზე წარედგინა ბრალი ოქროპირიძეს.

დღეს ბრიფინგი გამართა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძის მიმართ პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რათა არ გამოუშვან საპყრობილიდან.

ადვოკატის თქმით, გუშინ გიორგი ოქროპირიძესთან უცნობი პირი საკანში შევიდა და ოქროპირიძის პროვოცირებას შეეცადა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძე პროვოკაციას არ აყვა. "გიორგიმ ჯიბეში ჩაიდო ხელები. საკანში კამერაა დამონტაჟებული და ყველაფერი იქნება დაფიქსირებული. ამ პირმა შემოიხია ტანსაცმელი და მიიყენა თვითდაზიანება", - განაცხადა დავით მოდებაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია და დღეს პროკურორი და ადვოკატი გიორგი ოქროპირიძესთან დაკითხვაზე იმყოფებიან. დავით მოდებაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საქმეზე ოქროპირიძეს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა და პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა, საქმე გვექნება სამართლის ნორმების დარღვევასთან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ