სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ საქმეზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გიორგი ოქროპირიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ინტერესთა სურვილს არ უნდა გადაყვეს დღეს საქართველოში მართლმსაჯულების ინტერესები. მისივე თქმით, პროკურატურა სამართლებრივი სივრციდან გავიდა.

"პროკურატურა პროცესიდან გავიდა. ის მაღალჩინოსნების ზემოქმედების ქვეშაა. ის განცხადებები რაც გაკეთდა, მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება. ოქროპირიძის დაკავების ინტერესთა სურვილს არ უნდა გადაყვეს დღეს საქართველოში მართლმსაჯულების ინტერესები", - განაცხადა დავით მოდებაძემ.

გიორგი ოქროპირიძისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას ესწრებიან ლაშა მახარაძის ოჯახის წევრები და მახარაძის დედა. როგორც პროცესის დაწყებამდე ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქროპირიძის ციხიდან გამოშვება არ უნდა მოხდეს. ნინო დიდებულიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამ საქმესთან გაკეთებულ განცხადებას.

"საშიში დამნაშავის, მკვლელის, ოქროპირიძის ციხიდან გამოშვება არ უნდა მოხდეს. ვიცი მე ეს მოსამართლე სამართლიანია და იმედი მაქვს, სამართლიანად განიხილავს საქმეს და მიუსჯის აღმკვეთ ღონისძიებას. აგრეთვე, არასამთავრობოებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ხალხის შეცდომაში შეყვანისგან და ღარიბაშვილს ბოდიში მოუხადონ, რადგან პრემიერს გვარი არ დაუსახელებია და უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაურღვევია. მან ცალსახად თქვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა გიორგი ოქროპირიძე. გიორგი ოქროპირიძის დასჯას მე მოვითხოვ და მე მიჩივლონ", - განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ. საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარედგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ. ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ. ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს. ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ