ოზურგეთში 23 წლის გოგონამ ყელის არეში ჭრილობა ბასრი იარაღით მიიყენა

ოზურგეთში 23 წლის გოგონამ ყელის არეში ჭრილობა  ბასრი იარაღით მიიყენა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებმა 23 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის "მედალფას" კლინიკიდან აცნობეს, ქალბატონს ჭრილობა ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც, დაზიანებული იყო კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და კუნთი. პაციენტის ინფორმაციით, დაზიანებები მან თავად მიიყენა. მისი გადარჩენა მედიკოსებმა შეძლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

წყარო: "გურიის მოამბე"

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა