"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

"იტალიაში ასამდე ქართველი პატიმარი გვყავს" – ექსკლუზიური ინტერვიუ კონსულთან

საქართველოს კონსულს იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს რომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ საღამოზე შევხვდით. საღამო, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიმართა, საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. მიღებას გარდა იტალიის დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა უწყებების ოფიციალური წარმომადგენელებისა, იტალიის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები არაერთი ქართველი ესწრებოდა. ბატონი კონსული, რომელიც ქართულ პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს, "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, დაახლოებით 15 წელია იტალიაში მოღვაწეობთ, ალბათ, ყველაზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ, რა სიტუაციაა ამჟამად აქ და რამდენად იმატა ქართველი ემიგრანტების რიცხვმა?

- კონსული უკვე მეორე ვადით ვარ და ვადის ამოწურვამდე ერთი წელი დამრჩა. მანამდე, საელჩოში ვმუშაობდი და აქაური სიტუაცია ჩემთვის მართლაც კარგადაა ცნობილი. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან შემომავალი ნაკადი დიდად გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზრდა ოჯახური გაერთიანების მიზნით უფრო მიმდინარეობს. იმ ქართველებს, რომლებიც წლებია იტალიაში ცხოვრობენ და აქვთ იტალიური საბუთი, ჩამოყავთ მეუღლეები და შვილები, რადგან იტალიის კანონი იძლევა ამის საშუალებას.

- ყველაზე მეტი ქართველი რომელ ქალაქებშია კონცენტრირებული და რა განაპირობებს ამას?

- ყველაზე მეტი ქართველი ქალაქ ბარიში, პულიას რეგიონშია. ეს არის ქალაქი, სადაც 2000-იანების დასაწყისში, ქართველებმა პირველად დაიწყეს შემოსვლა, ანუ როდესაც იტალიაში "გზა გაიჭრა". აღნიშნული რეგიონი საბერძნეთთან ახლოსაა და იქიდან გადმოსვლის მსურველთთავის მოსახერხებელია. ასევე ძალიან ბევრი ქართველია ქალაქებში: რეჯო ემილია, რომი, ნეაპოლი, ფლორენცია, მილანი და ა. შ.

თუ რამდენი ქართველი იმყოფება ამჟამად იტალიის ტერიტორიაზე, რთული სათქმელია, რადგან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს ლეგალური და არალეგალური მიგრაციის გამო. თუმცა, გეტყვით, რომ ორ ათეულ ათასს დიდი ხანია გადავაჭარბეთ. სწორედ ამიტომ, საკონსულოსაც საქმე მოემატა და იგეგმება გენერალური საკონსულოს გახსნა რომელიმე დიდი რეგიონის ცენტრალურ ქალაქში - ბარიში ან მილანში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია