"მინდა ბექას მივულოცო გაბედნიერება" - თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის მეორედ ქორწინებაზე

"მინდა ბექას მივულოცო გაბედნიერება" - თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის მეორედ ქორწინებაზე

გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსით" სტუმრობისას მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას მეორედ დაქორწინებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ტელეწამყვანი დაინტერესდა, უყურა თუ არა ბექა ხოფერიას ქორწინების შესახებ ტელევიზიით გასულ სიუჟეტს.

"კი ვუყურე და მინდა, თქვენი საშუალებით, ბექას მივულოცო გაბედნიერება", - განაცხადა თიკა ჯამბურიამ.

თიკა ჯამბურიას და ბექა ხოფერიას ერთმანეთი 7 წელი უყვარდათ, შემდეგ ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაშორდა.

ბექა ხოფერია რამდენიმე დღის წინ მეორედ დაქორწინდა. ბექას რჩეული ასირიელი გოგონა, ინა ოსიპოვაა. ინამ და ბექამ ერთმანეთი რუსეთში გაიცნეს და დაქორწინებაც გადაწყვიტეს.

წყვილი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სქემ-სერაფიმეს შეხვდა, რომელიც 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ინა ბექა ხოფერიას გვარზე გადავიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ბექა ხოფერია ასირიელ გოგონაზე დაქორწინდა

"ნინა მამას სხვა გოგოსთან რომ ხედავს, ბევრ კითხვებს სვამს" - რა რეაქცია ჰქონდა თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლის ქორწინებაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება