განადგურებული ნათესები, დატბორილი გზები, დაზიანებული სასმელი წყლის მილები და ელექტროგადამცემი ბოძები - სტიქია ბორჯომში

განადგურებული ნათესები, დატბორილი გზები, დაზიანებული სასმელი წყლის მილები და ელექტროგადამცემი ბოძები - სტიქია ბორჯომში

11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბორჯომის მუნიციპალიტეტიც აზარალა. სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფლები: დვირი, საკირე და ტაძრისი. კალაპოტიდან გადმოსულმა ადიდებულმა მდინარემ სამანქანო გზები დატბორა და ჩამოშალა.

სტიქიამ გაანადგურა ნათესები, დააზიანა სასმელი წყლის მილები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები.

ბორჯომის სტიქიის ამსახველ ფოტოებს ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

წყარო: borjomi.tv

ტელეკომპანია "ბორჯომი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა