ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დაათვალიერეს. პროექტის თანახმად, რეაბილიტაციის ვადად განსაზღვრული არის 220 დღე. სარეაბილიტაციო პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხიდზე მძიმე მდგომარეობაა, დაზიანების ხარისხი მაღალია.

მისივე თქმით, ხიდზე მოცულობით სამუშაოები ჩატარდება, თავიდან ბოლომდე შეიცვლება ხიდის ის ძირითადი კონსტრუქციები, რაც მის მდგრადობასა და დაცვას უზრუნველყოფს.

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოძრაობა გარკვეულწილად შეიზღუდება როგორც ხიდის ზედა მხარეს, ასევე ქვეშ გასავლელ ნაწილში. მისივე თქმით, მოძრაობა სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გადაიკეტება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასვლელების სრულ რეაბილიტაციას. ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტორტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ენ სი სი" აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია