გოგონამ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, სამოდელო სამყარო დაიპყრო (+ ფოტოგალერეა)

გოგონამ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, სამოდელო სამყარო დაიპყრო (+ ფოტოგალერეა)

18 წლის ავსტრალიელმა მედელინ სტიუარტმა მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სილამაზე მრავალი ფორმის არსებობს და არანაირი დიაგნოზი არ უშლის ხელს იმას, რომ თავი მიმზიდველად იგრძნო.

მედელინმა საკუთარი ცხოვრება შეცვალა და ჭარბწონიანი გოგონასგან ლამაზმანად იქცა. ყველაფერი კი სპორტის, ჯანსაღი კვების და იმ უდიდესი სურვილის წყალობით მოხდა, რომლითაც სურდა დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ გოგონები დაუნის სინდრომით შეიძლება იყვნენ მოდელები.

მედელინი, რომელსაც ამჟამად 200 000-ზე მეტი მხარდამჭერი ყავს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”, ირწმუნება, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ აკეთებს. სამოდელო ბიზნესში წარმატების მიღწევით გოგონას სურს სამყაროს უჩვენოს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ, შეუძლიათ იცხოვრონ სრულყოფილად, გამოიყურებოდნენ მომხიბვლელად და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ.

ამჟამად მედელინი აგრძელებს ვარჯიშს, ცეკვას და სამოდელო სააგენტოების ძებნას, როლებიც მის პოპულარიზაციას მოახდენენ. გოგონას თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულნი არიან მისი ფოტოსესიებით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს