მეგობრები სტიქიის შედეგად გაუჩინარებულ სერგო კაპანაძეს ეძებენ

მეგობრები სტიქიის შედეგად გაუჩინარებულ სერგო კაპანაძეს ეძებენ

დაკარგულ დებ ზარანდიებთან ერთად კიდევ ერთ პირს, 27 წლის სერგო კაპანაძეს ეძებენ. დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სერგო კაპანაძე დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად ტაქსით მგზავრობდა. მასთან კონტაქტი 00:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც მობილურ ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებიან.

რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახი აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს – 574194455.

დაკარგულ დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, დები დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, "თავისუფლების მოედნიდან" ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემართებოდნენ.

მათივე თქმით, ორივე დას გათიშული აქვს ტელეფონის ნომერი და ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდიან. ახლობლებმა მიმართეს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

დები ზარანდიები 22 და 25 წლის არიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია