თავშესაფარი აღარა გვაქვს! ეს არის ენით აღუწერელი ტრაგედია - თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი განცხადებას აქვეყნებს

თავშესაფარი აღარა გვაქვს! ეს არის ენით აღუწერელი ტრაგედია - თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი განცხადებას აქვეყნებს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალური გვერდი სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს:

"თავშესაფარი აღარა გვაქვს!!!

ეს არის ენით აღუწერელი ტრაგედია!

ჩვენი ბინადრების უმრავლესობა შეეწირა სტიქიას. ნაწილის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ახლა საფრთხის წინ დგას მათი სიციცხლე. როგორც არასდროს ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა. ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს შესეულ ჩვენს ბინადრებს სასწრაფოთ ესაჭიროება დროებითი თავშესაფარი. მოგმართავთ ყველას, დაწყებული ქალაქის მერიიდან, დამთავრებული რიგით მოქალაქემდე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა, თორემ თითოეული მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ინციდენტი, რომელსაც უკვე შეეწირა ჩვენი ერთი ბინადარის სიცოცხლე...

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქში გამოცხადებულია მობილიზება, ზოოპარკიდან გაქცეულ ბინადრებზე. სპეც-ნაწილი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზეც დაეძებდა დაკარგულ ლომს, მიუხედავად ბატონი თამაზის გაფრთხილებისა, რომ სასაფლაოს თავი შეაფარა თავშესაფრის ბინადრებმა, ერთმა ჯარისკაცმა მოახდინა გასროლა და ჩვენი ულამაზესი კავკასიური ნაგაზი შეეწირა ლომის ძებნის ოპერაციას. ამან ბუნებრივია ბატონი თამაზის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი ბინადრების გადარჩენაში, სადაც ჯარისკაცს შეეშალა ძაღლი ლომში, რით ვართ დაზღვეული, რომ რიგითმა მოქალაქემ თავდაცვის მიზნით, მსგავსად არ მოიქცეს...

მათი სიცოცხლე საფრთხეშია!

გადაგვირჩინეთ ჩვენი ბინადრები!

გვეიმედებით მეგობრებო!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!" - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის თავშსაფრის ოფიციალურ გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია