24 წლის ივლიტა ჯიბუტსა და მის მეგობარს ახლობლები საკუთარი ძალებით ეძებენ

24 წლის ივლიტა ჯიბუტსა და მის მეგობარს ახლობლები საკუთარი ძალებით ეძებენ

თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა. ივლიტა მეუღლესთან და ახლობელ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდების დროს ის მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ივლიტას მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, 2 გოგონას კი ამ დრომდე მათი ახლობლების ინფორმაციით, საკუთარი ძალებით ეძებენ, - ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია