"მინდა დავამშვიდო ყველა, ცოცხალი ვარ" - გურამ პეტრიაშვილი

"მინდა დავამშვიდო ყველა, ცოცხალი ვარ" - გურამ პეტრიაშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს, მწერალი გურამ პეტრიაშვილი დაიკარგა. ინფორმაცია პეტრიაშვილის დაკარგვის შესახებ, მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა.

"ამბები.გე" მწერალს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

- მინდა დავამშვიდო ყველა, ცოცხალი ვარ. როცა წვიმა დაიწყო, მე სახლში, არხეინად მეძინა. იმ ადგილზე საერთოდ არ ვყოფილვარ. წერეთელზე ვცხოვრობ მე, იქ რა საქმე მქონდა. მადლობა რომ დაინტერესდით და შეწუხდით ჩემით. ხალხს ვარწმუნებ, სხვაში ვეშლები. ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა, ლომები მოკლესო. რატომ მოკლეს კაცო ლომი? თუ გიჟი ლომი არ არის, არ ერჩის ადამიანს. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? დააძინეთ, თქვე ოხრებო. წყალდიდობას გადაურჩა და შენ რატომ კლავ? ამაზე საშინელი რა უნდა იყოს? ეს არანაკლებია, ვიდრე ადამიანის მკვლელობა. ეს საწყალი ცხოველები სულ საფრთხეში იყვნენ ისედაც, რამდენჯერაც ვერა-რეჩკა ადიდდებოდა, წყალდიდობას გადაურჩნენ და ამათმა მოკლეს, ყველამ პასუხი უნდა აგოს ცხოველების მკვლელობაზე.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია