წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები.

აბაშიძის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია საექსპერტო დასკვნის შედეგად ხორციელდება. მისივე თქმით, მოსახლეობის გადაყვანა სასტუმროში მოხდება.

წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსში 32-მდე ოჯახი ცხოვრობს. კორპუსს საფრთხეს მდინარე ვერე უქმნის, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, კორპუსის საძირკველი დააზიანა.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟებია მობილიზებული.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია