შსს-ს კომენტარის წყენთის ქუჩაზე განხორციელებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარის წყენთის ქუჩაზე განხორციელებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა იქამდე მოხდება, ვიდრე შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნა არ მომზადდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მობინადრეთა ევაკუაცია სწორედ ექსპერტების პროგნოზს უკავშირდება, რომ კორპუსს მდინარე ვერე საფრთხეს უქმნის.

თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები.

აბაშიძის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია საექსპერტო დასკვნის შედეგად ხორციელდება. მისივე თქმით, მოსახლეობის გადაყვანა სასტუმროში მოხდება. წყნეთის ქუჩის N13-ე კორპუსში 32-მდე ოჯახი ცხოვრობს. კორპუსს საფრთხეს მდინარე ვერე უქმნის, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, კორპუსის საძირკველი დააზიანა.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟებია მობილიზებული.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია