გვიანი ღამის მოულოდნელობები: თბილისის სამ ქუჩაზე ასფალტი ჩავარდა

გვიანი ღამის მოულოდნელობები: თბილისის სამ ქუჩაზე ასფალტი ჩავარდა

გუშინ, თბილისის სამ ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. ასფალტის ჩავარდნის მიზეზი გამდინარე წყალი გახდა, რომელმაც ასფალტის ქვეშ მიწა გამორეცხა. გუშინდელი შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ჭავჭავაძის, ხოშტარიასა და მელიქიშვილის ქუჩები.

უსაფრთოების მიზნით, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ამ დროისთვის ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია