,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია

,,მშვიდად იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა” – დაკარგული ივლიტა ჯიბუტის სულისშემძვრელი ისტორია

იხილეთ ასევე: დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი მოხალისეებს დახმარებას სთხოვს

24 წლის ივლიტა ჯიბუტი 13 ივნისის სტიქიის ღამეს დაკარგულთა შორის ერთ-ერთია. ეკო მამალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გოგონას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ მდინარე ვერემ ახალგაზრდა გოგონა ქმარს ხელიდან გამოსტაცა..''

"ივლიტა ჯიბუტს, რომელიც მდინარემ გაიტაცა, კვლავ ეძებენ.''

არაერთი მსგავსი სათაურის მქონე სტატიას გადააწყდებით.

მე მინდა მოგიყვეთ ერთი ლამაზი გოგონას ისტორია...

ისტორია, რომელიც თითოეული დაკარგული ადამიანის უკან დგას.

ალბათ დედამიწაზე თუ არსებობენ ანგელოზები - ივლიტა ნამდვილად ასეთია.

21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით მის მსგავსს (მე პირადად არ ვიცნობ) - გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი.

სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა.

ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდნენ. პრეზიდენტის არაერთგზის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა, სრულდებოდა რემონტი ახალ სახლში, სადაც მის საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო - კარგ პალასაზე გადადიოდა.

თუმცა, უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მარტო აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე.

ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში სახლის სახურავს შეეფარნენ.

ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში.

იდგნენ უკუნ სიბნელეში, შიშით და იმედით სავსენი.

იმედით, რომ აღარ წვიმდა და წყალი დაიწევდა.

იმედით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ.

იმედით, რომ ღმერთი არ გაწირავდა.

ივლიტა საოცრად მშვიდი ყოფილა. არც გამკვირვებია.

თავისი ფორიაქით გარშემომყოფთ არ შეაწუხებდა.

იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა.

მამაოს შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა.

სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა.

მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა.

მერე რა, რომ ცურვა არ იცოდა.

მთავარია, დათო გვერდით ჰყავდა.

დათო, რომელიც მის გამო მთებს გადადგამდა, არ დათმობდა, გამოსავალს იპოვიდა, შეუძლებელს შეძლებდა.

მერე კი ...

მერე უცბად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა.

დიდხანს ებრძოლეს სტიქიას. დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი....

ბიჭი გადარჩა.

მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს.

ივლიტა დაკარგულია.

ღმერთო, ხომ არსებობს სასწაულები ....

მოახდინე რა...".

იხილეთ ასევე: დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი მოხალისეებს დახმარებას სთხოვს

იხილეთ: ყველა სიახლე თემაზე - სტიქია თბილისში

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი