"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება"

"სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წყნეთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე ვერეს კალაპოტი შეეცვალა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, წყლის ნაკადს, ნაპირთან, რომლის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა, უშუალო შეხება აღარ აქვს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ხვალ შეტანილი იქნება ინერტული მასალები ნაპირის გასამაგრებლად. ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ამ ეტაპზე, წყნეთის ქუჩაზე მდებარე მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.

"ნაპირსამაგრი სამუშაოების შემდეგ აღნიშნული საფრთხე სრულად იქნება ნეიტრალიზებული. ასე რომ, მოსახლეობას შეეძლება დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ბინებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ დღეს გაავრცელა განაცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყნეთის ქუჩის N13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია