ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვს ეძებენ

ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვს ეძებენ

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩის გარდა, სამძებრო სამუშაოები დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის შარტავას ქუჩაზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ლაგუნა-ვერესთან ალბინოსმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ვეფხვი. შემთხვევის დროს ადგილზე 8 მამაკაცი იმყოფებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ვეფხვი ორ მათგანს დაესხა თავს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მეორე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.

ასევე დაგაინტერესებთ| შს მინისტრი: "რომც არ გაკეთებულიყო განცხადება, რომ მტაცებლები გარეთ არ არიან, დღევანდელ ფაქტს, ალბათ, ვერ გავექცეოდით"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია