რა ხდება ამ წუთებში თბილისში - შსს განცხადებას ავრცელებს

რა ხდება ამ წუთებში თბილისში - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები მთელი თბილისის მასშტაბით სამძებრო ღონისძიებებს ამჟამადაც განაგრძობენ, - ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მტაცებლის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ცხოველები აღარ არიან ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში პატრულირება არ შეუწყვეტია. არაერთხელ შემოწმდა შენობა, სადაც ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შენობაში შესვლა, რადგან ეს შენობა არის გისოსებში და მისი რკინის კარი დაკეტილი იყო. მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ-ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად კიდევ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები სამძებრო ღონისძიებებს მთელი თბილისის მასშტაბით ამჟამადაც აგრძელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია