ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება

ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება. ამის შესახებ გურიელიძემ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენის თხოვნით მიმართა.

"მინდა დავამშვიდო საზოგადოება, რომ ზოლებიანი აფთარი არ არის სახიფათო მტაცებელი. ის საკმაოდ მცირე ზომის მტაცებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, არც მისი დაჭერა არ უნდა სცადოს არავინ. რაც შეეხება ვეფხვს, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თავი შეიკავონ დახურულ, ბნელ ადგილებში შესვლისგან. ღია ადგილებში ის ნაკლებად გამოჩნდება. დაკარგული ვეფხვი ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ დიდია", - განაცხადა გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული მტაცებლები ცოცხლები აღარ იყვნენ, თუმცა განმარტა, რომ ვოლიერები ჯერ კიდევ შლამითაა სავსე, რის გამოც მათში შესვლა ვერ ხერხდება.

"ვოლიერები ჯერ კიდევ სავსეა ჩამოტანილი შლამით. როცა საბოლოოდ გაიწმინდება, მაშინ გამოჩნდება, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა", - აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია