"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე

"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე

ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ზურაბ გურიელიძემ დაკარგული ცხოველების, მის მხარდასაჭერად გამართული აქციისა და განადგურებული ზოოპარკის აღდგენის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი მონაცემებით, გარეთ ორი მტაცებელია, თუმცა არ ვიცით ცოცხლები არიან თუ არა. უბრალოდ ეს ორი მტაცებელი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. ესენია - ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარი არ გახლავთ საშიში ცხოველი, მცირე ზომისაა, ძაღლზე უფრო პატარაა. ვეფხვი მოგეხსენებათ... სიფრთხილე საჭიროა. მოვუწოდებ მოსახლეობას, მოერიდონ მიტოვებულ შენობებში, სარდაფებში, ჩაბნელებულ ადგილებში შესვლას და თუ რაიმე საეჭვო იქნება, შეგვატყობინონ", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორმა დღეს მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და შემდეგ მისი სოლიდარობის ნიშნათ შეკრებილ ადამიანებზეც ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს. ტრაგიკული ფაქტი მოხდა. იმ თანადგომისათვის, რომელიც არამარტო დღეს, არამედ მთლიანად არის ზოოპარკისა და პირადად ჩემს მიმართ, არ ვიცი როგორ შემიძლია მადლობა გადავუხადო ამდენ ადამიანს. მადლობას ვუხდი და ალბათ ჩვენი მხრიდან საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ.

ზურაბ გურიელიძემ პრემიერთან შეხვედრისა და მისი შესაძლო პასუხისგების თემაზეც უპასუხა შეკითხვას.

"არ ყოფილა იმაზე ლაპარაკი, რომ მე მომიწევს პასუხისგება. პირიქით, დაადასტურა რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. და არანაირ პასუხისგებაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გურიელიძემ ახალი ზოოპარკის გაშენების შესახებაც ისაუბრა.

"რამდენ ხანში გაშენდება რთული სათქმელია, მაგრამ თბილისის ზოოპარკისთვის იყო გამოყოფილი ტერიტორია - 50 ჰა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან კარგია ზოოპარკისათვის. იქ უკვე წელსვე გვინდოდა ვოლიერების აშენება, მაგალითად დათვებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით გვყავდა. ასე ნელ-ნელა გვინდოდა გადასულიყო ზოოპარკი, რაც მერიასთან შეთანხებით ხდებოდა. მერია მხარს უჭერდა ამ პროექტის განხორციელებას", - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია