საზეიმო მსვლელობა ბათუმში რუსული დროშით

საზეიმო მსვლელობა ბათუმში რუსული დროშით

"ბათუმის ქუჩებში ამ წუთებში ბათუმის მერიის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს", - აღნიშნულ ინფორმაციას და შესაბამის ფოტო/ვიდეო მასალას "ფეისბუქზე" გვერდი, სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ბათუმი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმში აღნიშნული ღონისძიება ქალაქის მერიის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი ვებ-გვერდი benewsbatumi.com.

"ახალგაზრდული ფესტივალი" - ასე ქვია აღნიშნულ ღონისძიებას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. წელს ფესტივალის მონაწილეებს შორის რუსეთიც არის. ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს", - წერს ვებგვერდი.

იხილეთ ვიდეო

Ambebi.ge დეტალების გარკვევას შეეცადა. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის მერია, მერიის კულტურის სამსახური და სხვა შესაბამისი უწყებები აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და არც შესაბამისი ნებართვა გაუციათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია