სტიქიით დაზარალებულებს საბანკო სესხებს აღარ გადაახდევინებენ?

სტიქიით დაზარალებულებს საბანკო სესხებს აღარ გადაახდევინებენ?

სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის საბანკო სესხების შესაძლო პატიების საკითხი განიხილება. დაზარალებულებისათვის საბანკო ვალდებულებების კუთხით შეღავათების გაწევის თაობაზე საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტებები ჟურნალისტებისთვის თბილისის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

"კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას რამდენიმე პრინციპული საკითხი განვიხილეთ. ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც ბანკებში აკუმულირდება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავდეს გამჭვირვალობის წესი, როდესაც ყველა შემომწირველს ეცოდინება, რომ თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო სექტორის წარმომადგენლებს დღეს მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია