ბათუმში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებენ

ბათუმში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებენ

ბათუმში მდუმარე აქცია მიმდინარეობს. ერას მოედანზე შეკრებილები ქალაქში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებენ. ისინი მერიისგან ყველა კონცერტისა და ფესტივალის გადადებას ითხოვენ.

ბათუმელების დიდი ნაწილი ქალაქის ხელმძღვანელ პირებს დაგეგმილი ღონისძიებების გადასადებლად კერძო სექტორთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

"ეს მოზეიმე ხალხი არ არის ბათუმი. მე ვიცნობ ერთ ბათუმს და ეს ბათუმი დღეს ისევე გლოვობს, როგორც თბილისი, როგორც მთელი საქართველო. მეორე ბათუმს მე არ ვიცნობ. ის რამდენიმე ადამიანი, ვისაც დღეს ეზეიმება, ვერ აანალიზებს სიტუაციას, ვერ აცნობიერებს რეალობას. ჩვენ დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი თანადგომა ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ვიზიარებთ მათ ტკივილს და ტრაგედიას", - განაცხადა აქციის მონაწილემ, ალექსანდრე თევზაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია