"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს

"გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი" - პრემიერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეებს დააჯილდოვებს

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით, მოხალისეები, მაშველები, სპორტსმენები და ყველა ის პირი, ვინც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობს, დაჯილდოვდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებიო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კონკრეტული პირებიც დაასახელა და მათი დახმარების შესახებ თბილისის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა.

"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ.

ასევე ვნახე ახალგაზრდა, რომელიც საკვებს უმზადებდა. გთხოვთ, გამირკვიოთ ყველა ასეთი ადამიანი და მინდა მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო. ინიციატივა მაქვს, წარვადგინოთ ეს პირები შესაბამის ჯილდოზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა უპრეცედენტო სოლიდარობის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქის მერისგან მოხალისეების კვების საკითხითაც დაინტერესდა. "თვალი მოვკარი, თითქოს მოხალისეებს არ აქვთ კვება, საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ, რომ არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერის ინფორმაციით, საკვების არასაკმარის ოდენობასთან დაკავშირებით იყო გაურკვევლობა, რადგანაც მოხალისეები იყვნენ თვითორგანიზებული და ასეთ დროს ვერ ახერხებდნენ კვებას. "მე როდესაც მივიღე ინფორმაცია, მათ 15 წუთში წყალი ჰქონდათ და თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოგვარდა კვების პრობლემა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია