"კარგად იყავით, ბავშვებს მიმიხედეთო!" - ბოლო სიტყვები კაცისა, რომელიც ფარნით ცდილობდა ადამიანების გაფრთხილებას

"კარგად იყავით, ბავშვებს მიმიხედეთო!" - ბოლო სიტყვები კაცისა, რომელიც ფარნით ცდილობდა ადამიანების გაფრთხილებას

ის იდგა სახლის სახურავზე და ფარნის შუქით ცდილობდა ადამიანებისთვის ენიშნებინა, რომ სტიქია მოვიდა. ცოლი, შვილი და შვილიშვილები ამ დროს უკვე გახიზნული ჰყავდა. თვითონ მამაპაეული სახლი არ დატოვა. ყველაფერი 5 წუთში დასრულდა როცა წყალმა სახლის სახურავი დაფარა და ფარნიანი კაცი გაიტაცა. ეს ადამიანი კარპო ენუქიძე გახლდათ, ის 58 წლის იყო. იგი ორი დღის წინ დამხრჩვალი იპოვეს.

კარპო ენუქიძის ცხოვრების ბოლო წუთებზე "პროფილში" გარდაცვლილის რძალმა, მაკამ ისაუბრა:

"საშინელი ღამე იყო, საშინელი წვიმა და ხეების ხმაური. რკინების ხმა - დიდი რკინის ხიდი იყო, ისიც ჩამოაგდო. ჩვენ გამოსვლა მოვასწარით, უცებ ბავშვებს დავალეთ ხელი და გავიქეცით, რომ ბავშვები გადაგვერჩინა, ჩვენს თავზე აღარ ვფიქრობდით. სანამ ჩემი მეუღლე და სიძე უკან მიბრუნდებოდა, წყალი ამოვარდა ქვემოდანაც, ზემოდანაც და სახლი მოექცა შუაში. იმხელა წყალი იყო, იქ ვეღარავინ შევიდოდა. ასე დარჩა ჩემი მამათილი იმ სახლში. ყველაფერს ვხედავდით ბავშვებიც, ჩვენც. არ ვიცი ჩვენი რამდენად ესმოდა, მაგრამ მისი ხმა მოდიდოდა, შველას ითხოვდა. ფარანი ეჭირა ხელში და დარბოდა ოთახიდან ოთახში და შველას გვთხოვდა - ჩვენ ვერ ვშველოდით. დიდხანს გაუძლო იმ სახლმა იმდენ წყალს. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში წყალში იყო ეს სახლი. მერე უცებ საშინელი ხმა იყო და წყალმა წაიღო სახლი. გვირაბამდე ჩემი მამათილი ცოცხალი იყო, ტელეფონზეც დაურეკა ჩემს დედამთილს და უთხრა მე ვერ მოვასწარი გამოსვლა, კარგად იყავით და ბავშვებს მიმიხედეთო. ეს იყო ბოლო სიტყვა", - იხსენებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

გარდაცვლილის ცხედარი მზიურის ტერიტრიაზე, მაშველის ცხედრის გვერდით იპოვეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია