ვინ არის მოხალისე, რომელიც დაზარალებულებს ყავარჯნებით ეხმარებოდა

ვინ არის მოხალისე, რომელიც დაზარალებულებს ყავარჯნებით ეხმარებოდა

ჯეკო კორძაძის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იგი იმ მოხალისეებს შორის იყო, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის გაწმენდით სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას. ჯეკო მოხალისეებთან ყავარჯნებით მუშაობდა, ტრავმა სტიქიამდე ორი დღით ადრე, ფეხბურთის ტურნირზე მიიღო. ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, თუმცა, როცა სტიქიის შესახებ შეიტყო, მოხალისეებს შეუერთდა. 25 წლის ახალგაზრდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობს.

- სტიქიამდე ორი დღით ადრე, ფეხბურთის თამაშისას დავიზიანე მყესი და კუნთი. ექიმებმა წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მაგრამ როცა ტრაგედია მოხდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე მეგობრებთან ერთად გავსულიყავი დაზარალებულების დასახმარებლად. ვიცოდი, ისეთი საქმე გამოჩნდებოდა, რის გაკეთებას ტრავმირებულიც შევძლებდი, სახლში ვერ გავჩერდებოდი. მდინარის მიერ ჩამოტანილ მორებს და ტოტებს ვაწვდიდი ბიჭებს და ამით ვეხმარებოდი თბილისს. სვანაძის ქუჩაზეც მინდოდა გადასვლა დასახმარებლად, მაგრამ ფეხი ძალიან მტკიოდა, გამაყუჩებელიც აღარ შველოდა და ვერ მოვახერხე. მეორე დღეს საერთოდ აღარ შემეძლო სიარული.

- რა რეაქცია ჰქონდა ხალხს ყავარჯნებით როცა მიხვედი დასახმარებლად?

- ხილიანზე პოლიციის მოპირდაპირე მხარეს ვმუშაობდი, მეგობრებთან ერთად, ტერიტორიის გაწმენდაში ვიღებდი მონაწილეობას. თავდაპირველად ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა ვინმე შემეწუხებინა და ხალხს ეფიქრა, ეს როგორ უნდა დაგვეხმაროსო. ადგილზე არავის ჰქონია განსაკუთრებული რეაქცია ჩემი ყავარჯნების გამო, სოციალური ქსელით შევიტყვე, ფოტოები რომ გადამიღეს, ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რამაც ერთი-ორად გამაძლიერა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია