სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფი სტიქიით დაზარალებულ ყველაზე რთულ ობიექტებზე ინტენსიურად მუშაობს

სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფი სტიქიით დაზარალებულ ყველაზე რთულ ობიექტებზე ინტენსიურად მუშაობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველაზე რთულ ობიექტებზე ინტენსიურად მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში პირადად აკვირდება.

უწყების ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სალიკვიდაციო სამუშაოებს სვანიძის ქუჩაზე აქტიურად ასრულებს. სამხედრო ქვედანაყოფებმა ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლები და ვაკის ძეხვეულის ქარხნის ტერიტორია ნაწილობრივ უკვე გაწმინდეს.

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განვალობაში ზოოპარკისა და "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე წყნეთის ქუჩაზე მუშაობს. ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობაც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილიდან ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები გმირთა მოედნისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია