მტკვრის მიერ გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა

მტკვრის მიერ გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული ცხოველის ლეში ძაღლის აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა, რომელიც ადგილზე ზოოპარკის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცხოველის გვამის დასათვალიერებლად და ამოსაცნობად ჩავიდა.

"წინასწარი დათვალიერებისას ცხოველის გვამი ძალიან ჰგავდა აფთარს, მაგრამ არ აღმოჩნდა აფთარი. აფთარს აქვს მომცრო ტანი და დიდი კბილები, ამ ცხოველს კი დიდი ტანი და მომცრო კბილები აქვს. ეს დიდი ზომის ძაღლია, თუმცა ჩვენ ნიმუშები მაინც ავიღეთ", - აღნიშნა გურიელიძემ.

რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მდინარე მტკვარში ცხოველის ლეში ნახეს ერთ-ერთ კუნძულზე გარიყული. არსებობდა ეჭვი რომ ეს ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეული ზოლიანი აფთარი შეიძლება ყოფილიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია