რა მდგომარეობაშია ლაშა მახარაძის საფლავი, რომელიც სტიქიისას მდინარე ვერემ დააზიანა

რა მდგომარეობაშია ლაშა მახარაძის საფლავი, რომელიც სტიქიისას მდინარე ვერემ დააზიანა

13 ივნისის თბილისის სტიქიამ, ვაკეში, 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლული ლაშა მახარაძის საფლავი საგრძნობლად დააზიანა. სასაფლაო, სადაც ლაშა მახარაძე ძმასთან ერთად არის დასაფლავებული,  მდინარე ვერემ გადარეცხა. მახარაძე ვაკის სასაფლაოზე სწორედ იმ ადგილასაა დასაფლავებული, სადაც მდინარე ვერე მკვეთრ მოსახვევს აკეთებს და სვანიძის ქუჩისკენ მიემართება.

ამავე ადგილას არის ავარიისას დაღუპული მახარაძის ძმის, რძლისა და ძმისშვილის საფლავებიც. მდინარემ საფლავის ქვების ნაწილი მთლიანად წაიღო და ამ დრომდე ეძებენ. თვითონ საფლავები კი დაზიანებული არ არის.

როგორც "გურია ნიუსს" ლაშა მახარაძის ძმის, თენგო მახარაძის სიმამრმა უთხრა, სტიქიისას საფლავები მთლიანად წყლითა და შლამით იყო დაფარული.

"ჩვენ საფლავები მთლიანად წყლით დაგვხვდა სავსე, ქვების ნაწილიც აღარ არის, რომლითაც შემოსაზღვრული იყო ჩემი სიძისა და ქალიშვილის სასაფლაო. ქვები ძალიან მძიმეა, ინდოეთიდან გვქონდა ჩამოტანილი, თუმცა როცა სახლები მოჰქონდა მდინარეს, რა გასაკვირია, ესეც წაეღო?! ამავე ქვით გაკეთებული ორი სკამი საფლავებიდან საკმაოდ მოშორებით ჩაფლული ვიპოვეთ, ნაწილს ამ დრომდე ვეძებთ", - ამბობს თენგო მახარაძის სიმამრი.

მდინარისგან მოტანილი ნარჩენებისა და შლამისგან საფლავებს ამ დრომდე ასუფთავებენ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია