"ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... - რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს

 "ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... -  რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს

სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა. იქიდან გამომდინარე, რომ მის სახლში 13 წლამდე ასაკის სამი ბავში იზრდება, გადავწყვიტეთ, მიმდინარე ამბებზე სწორედ მასთან ჩაგვეწერა ინტერვიუ. როგორ აღიქვეს ბავშვებმა სტიქია და ზოოპარკის ტრაგედია...

- ბავშვებისთვის ზოოპარკი განსაკუთრებული ადგილია, დღეს, სამწუხაროდ, ზოოპარკი აღარ არსებოს. ამაზე არაფერს გეკითხებიან, ან თუნდაც არ ინტერესდებიან, აღდგება თუ არა ოდესმე?

- მოგახსენებ ჩემს მიდგომას ზოოპარკის მიმართ. ყველასთვის ცნობილია და ეს ახალი ამბავი არაა, რომ ჩვენ ივანიშვნილებთან ვმეგობრობთ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პოლიტიკურ არეალზე გამოჩნდებოდა. ტრაგედიამდე ბევრი წლით ადრე იყო ლაპარაკი, რომ ბატონ ბიძინას სურდა ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლა და მისი ევროპულ დონეზე გაკეთება, სადაც ცხოველები იქნებოდნენ დაჩიპული, მოვლილი და ა.შ. არ დაგიმალავთ, ზოოპარკში ბავშვი მაქსიმუმ სამჯერ მყავს წაყვანილი, ისეთი სუნი იდგა, დიდხანს ვერ გავჩერდი. ბავშვისთვის ესთეტურად არ მიმაჩნია გარემო, სადაც გაძუნძგლული ცხოველები არიან და საღორის სუნია. ამიტომ ზოოპარკში წაყვანას ბევრად მერჩივნა, წამეყვანა ისეთ ადგლებში, სადაც ელემენტალურად სანიტარული ნორმები მაინც იქნებოდა დაცული, მიმეწოდებინა ნორმლაური საკვები და ნორმალურ ატრაქციონზე დამსხდარიყვნენ, ვიდრე ესუნთქათ ნეხვის სუნი. თუ ბავშვი მიგყავს ზოოპარკში, ის ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ელემენტარულად ისეთი სუნი არ უნდა იდგეს, რომ გულისრევის შეგრძნება გქონდეს. ამ მიზეზების გამო ჩვენ ზოოპარკის ხშირი სტუმრები არ ვიყავით. გარდა ამისა, პირადად მე ვთვლი, რომ ქალაქის ცენტრში ზოოპარკის ადგილი არაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ. მგელი და ვეფხვი არ უნდა ცხოვრობდეს ცენტრში და თუ აცხოვრებ, მაშინ გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ჩიპი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გამოქცევის შემთხვევაში მთელი ქვეყანა ერთ ვეფხვს არ დასდევდეს და მაინც ვერ პოულობდეს. ბატონი ბიძინას სურვილის შესახებ ინფორმაცია რომ გვქონდა, სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ იდეას სისრულეში მოიყვანდა. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ისე დასცინა და ისეთი უარი განუცხადეს, ამაზე ლაპარაკი დამთავრდა.

იხილეთ სრულად mshoblebi.ge-ზე

დიზიანერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

"ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა...საჭირო გახდა, თბილისში გადმოყვანა“ - რას ყვება თიკა ფაცაცია მამაზე, რომელმაც კოვიდი გადაიტანა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა