"მზიურის" პარკში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

"მზიურის" პარკში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

"მზიურის" პარკში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხდება ტერიტორიის დამუშავება სპეციალური ხსნარით. სამუშაოებს სპეციალური სამსახურები ატარებენ.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში შეჩერებულია გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით დაატოვებინეს სამაშველო სამსახურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ.

მაშველების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება სამუშაოები, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შევლენ. "მზიურის" პარკში ამ წუთებში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მივიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია