ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა

ანი ნადარეიშვილი - სერგო თეთრაძის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა

სერგო თეთრაძის მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარაიშვილმა კომენტარი გააკეთა.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, თეთრაძის მეუღლის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება სიცრუეა. "თეთრაძე თავიდან ყველაფერზე უარს ამბობდა, მერე კი ახსენდება, რომ თურმე გარკვეულ ფაქტებს ჰქონია ადგილი. ზუსტად ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორსაც ბედუკაძე. იგივე სპექტაკლის მსახიობია, რომელსაც დანარჩენები დგამდნენ. ბაჩო ახალიას დავალებით, რომ მის მეუღლეს ჩამოაცვეს თავზე პოლიეთილენის პარკი, ამის შესახებ გააკეთა განცხადება და შემდეგ შევუბრუნე კითხვა, რომ ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. ამაზე გაღიზიანდა და დაიწყო წყევლა. არანაირი შეურაცხყოფა მისთვის არ მიმიყენებია. ფაქტი ჯიუტია, რომ მისი მეუღლის მიერ გაცემული კოორდინატებით 2008 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა. მას ჰქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის ალასანიასთან. ალასანიას წინასაარჩევნო კამპანია სწორედ თეთრაძის საქმეს ეფუძნებოდა. ალასანია აცხადებდა, რომ ახალაიამ მოკლა თეთრაძე", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

მისი თქმით, თეთრაძის საქმეზე მოქმედი ხელისუფლების პირობებში უკვე ჩატარდა სასამართლო განხილვები, სადაც ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა გაამართლეს.

"იმ განხილვების დროს ბაჩო ახალაია არავის უხსენებია. 2014 წელს დადგა განაჩენი, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი დადგა მეგის ქარდავას მიმართ. შემდგომ უკვე ბაჩო ახალაიას წარუდგინეს ეს ბრალი, როდესაც მას საპატიმრო ვადა ეწურებოდა. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელშიც უკვე 3 წელია ვმონაწილეობთ. ასეთი ქალბატონები ვერ გამაღიზიანებენ, უბრალოდ მას შევეპასუხე შვილის წყევლის გამო, რაც ცუდი რამეა", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

სერგო თეთრაძის მეუღლე დღეს სასამართლომ დაკითხა. პროცესი 24 ივნისს 12:00 საათზე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების დაკითხვის ეტაპით გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო: "ჩემს შვილს თავი დაანებე, როგორ ახსენებ საერთოდ?!" - ანი ნადარეიშვილის და სერგო თეთრაძის მეუღლის შელაპარაკება

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები