გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''

გიორგი ცაგარელი: ''ხშირად ვაკრიტიკებ სიმახინჯეებსა და ამორალურობას...''

ალტისტი გიორგი ცაგარელი სიტყვაძუნწი რესპონდენტი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ, დაპირების თანახმად, არაფერი გვიკითხავს მისი და ლიზა ბაგრატიონის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

განგებამ მუსიკოსს წარმატება მსხვერპლშეწირვისა და სირთულეების გადალახვის გარეშე მიართვა. გიორგი თავიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ ალტისკენ გადაიხარა. მასზე გადამწყვეტი გავლენა გია ყანჩელმა და მისმა შემოქმედებამ მოახდინა.

- გიორგი, როგორი ბავშვი იყავით?

- ისეთივე, როგორიც ყველა ჩემ გარშემო მყოფი ბავშვი. ეზოში ყოფნა მიყვარდა. ბევრი მეგობარი მყავდა. ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ სიბეჯითე არ მახასიათებდა. 6 წლის ასაკში ჩემმა მუსიკოსმა მამიდამ დაბადების დღეზე ვიოლინო მაჩუქა. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა დავიწყე, მაგრამ ვზარმაცობდი.

თბილისში რამდენიმე პედაგოგთან ვსწავლობდი, ზოგიერთი მათგანი მუსიკოსობას მიწინასწარმეტყველებდა, სხვები კი მირჩევდნენ, ალტისთვის თავი დამენებებინა. განსაკუთრებულად მახსენდება ბატონი ბორია ჭიაურელი, სახელმწიფო კვარტეტის წევრი და შესანიშნავი მუსიკოსი. იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც განმიმარტა, რა განსხვავებაა ალტსა და ვიოლინოს შორის და ალტზე დაკვრაც შემომთავაზა. ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის დედაჩემს, რომელსაც სჯეროდა ჩემი და მუსიკისთვის თავის დანებების საშუალებას არ მაძლევდა.

როგორც ყველა ზარმაცი მევიოლინე, მოგვიანებით მეც ალტის კლასში გადავედი. ალტის საბავშვო პროგრამა გაცილებით ადვილია, ვიდრე ვიოლინოსი. ათწლედის დამთავრების შემდეგ ვაპირებდი, რომელიმე პროფესიას დავუფლებოდი, მაგრამ მუსიკალურ სფეროში დავრჩი. ალფრედ შნიტკეს კონცერტისა და გია ყანჩელის ლიტურგიის მოსმენის შემდეგ ჩემში გარდატეხა მოხდა. მაშინ გადავწყვიტე, ალტისტი გავმხდარიყავი და ეს ორი გენიალური ნაწარმოები დამეკრა.

ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, მოვხვდი პედაგოგ ირაკლი ჯაფარიძის კლასში. იმ პერიოდში მასტერკლასებითა და კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანას ვსტუმრობდი. ერთ-ერთ საზაფხულო კურსზე გერმანელი პროფესორი გავიცანი. სწორედ მან მირჩია, ჩამებარებინა დეტმოლდში. ეს იდეა მომეწონა, ამიტომ კონსერვატორიის დამთავრებისთანავე გერმანიაში გავემგზავრე, ჯერ დეტმოლდში, შემდეგ კი ლაიფციგის კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

- თვითკრიტიკული ხართ?

- ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი შესრულებით. ჩვენს ქვეყანაში მუსიკის კრიტიკა არ არსებობს. ძალიან ვწუხვარ, რადგან კრიტიკა აუცილებელია განვითარებისთვის.

გაგრძელება

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება