ტრაგედია ხარაგაულში - 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა

ტრაგედია ხარაგაულში - 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა

11 წლის ხუნეველი მოზარდი, რომელმაც გუშინ თვითმკვლელობა სცადა, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა უიმედო იყო.

დაღუპული მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, ჰყავს ორი უმცროსი ძმა და ერთი და. თვითმკვლელობის ფაქტს შეესწრენ მოზარდის უმცროსი და-ძმები, რომელთა შეტყობინებითაც ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჯერ ბორითის კლინიკაში, შემდგომ კი რეანომობილით - ქუთაისში.

ოჯახის ახლობლებისა და ბავშვის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თქმით, მოზარდის მშობლები მშრომელი  ადამიანები არიან. მამა ბათუმში მუშაობს. დედა ზრდიდა ოთხ შვილს და მეუღლესთან ერთად უძღვებოდა პირად მეურნეობას.

ახლობლების თქმით, ბავშვი იზრდებოდა მშვიდ და მოსიყვარულე გარემოში. მზრუნველობდა უმცროს და-ძმებს. სკოლაში გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევითა და სწავლით. უყვარდათ თანაკლასელებს. მშობლები ხელს უწყობდნენ, რომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული ყველანაირ სასკოლო აქტივობებში.

ბავშვის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლელა გრიგალაშვილი ამბობს, რომ ხუნევში ყველა გაოცებულია და ვერავინ ხსნის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი.

წყარო: გაზეთი "ჩემი ხარაგაული"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია