ივან ურგანტმა ქართველ გოგონაზე საიდუმლოდ იქორწინა

ივან ურგანტმა ქართველ გოგონაზე საიდუმლოდ იქორწინა

ტელეწამყვანი და შოუმენი ივან ურგანტი პირად ცხოვრებაზე ძალიან იშვიათად საუბრობს. იმის შესახებ, რომ 37 წლის ივანი და 37 წლის ნატალია კიკნაძე დაქორწინდნენ, მისმა ბებიამ, მსახიობმა ნინა ურგანტმა გაამხილა.

”ძალიან მიხარია, რომ მათ ერთმანეთი იპოვნეს და როგორც იქნა, ივანი დაქორწინდა. ჩემთვის ბედნიერებაა მათი მეგობრული ოჯახის ცქერა”, - განაცხადა ნინა ურგანტმა.

ჯვრისწერის ცერემონია სანკტ-პეტერბურგში გაიმართა 2015 წლის მაისში. დახურულ ცერემონიაზე მხოლოდ ნათესავები, ბავშვები და ახლო მეგობრები იმყოფებოდნენ. ნატალია კიკნაძე ურგანტის სკოლისდროინდელი სიყვარული გახლდათ, თუმცა მათ შეხვედრები მხოლოდ 2007 წელს დაიწყეს. ორივესთვის ეს ქორწინება მეორეა. სტუდენტობის პერიოდში ურგანტი კარინა ავედოვაზე იყო დაქორწინებული, ნატალია კი ბიზნესმენ ვახტანგ ქუთალიაზე, რომელთანაც ქალიშვილი, ერიკა ჰყავს. ურგანტი და კიკნაძე ორ გოგონას ზრდიან, ერიკას და საერთო შვილს, ნინას.

მომზადებულია glamour.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება