რისთვის დააკავეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ზურაბ გურიელიძე - ზოოპარკის დირექტორის კომენტარი (ექსკლუზივი)

რისთვის დააკავეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ზურაბ გურიელიძე - ზოოპარკის დირექტორის კომენტარი (ექსკლუზივი)

ზოოპარკის და მისი დირექტორის ზურაბ გურიელიძის გარშემო სკანდალი გრძელდება, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გურიელიძე 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკავა. თუმცა დაკავების მიზეზებს არავინ ასახელებს. რატომ დააკავეს ზოოპარკის დირექტორი 2007 წელს, ამის შესახებ იგი პირველად "ამბები.გე"-სთან საუბრობს.

- ბატონო ზურა, ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2007 წელს დაგაკავეს?

- დიახ, იყო ასეთი შემთხვევა, დამაკავეს და გამათავისუფლეს. მე დასამალი ნამდვილად არაფერი არ მაქვს.

- რატომ დაგაკავეს?

- მთლად კარგად ვერ გავიგე, რისთვის დამაკავეს მაშინ. სხვა სამსახურში ვმუშაობდი, დიდი გაურკვევლობა იყო და ამტომ დამაკავეს.

- სად მუშაობდით?

- იყო ასეთი დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი, სადაც მე ვმუშაობდი. ზოოპარკი არაფერ შუაში იყო მაშინ. ბრალიც არ წაუყენებიათ ისე გამათავისუფლეს. გახსოვთ, მაშინ ვიღაცეები ძალიან მონდომებულები იყვნენ რაღაცების მიმართ და დამაკავეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჩემთან ერთად და მეც ამ ტალღაში მოვყევი. აბსოლუტურად ყველა გაგვამართლეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია