აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

მოსამართლეთა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ ამერიკის კონსტიტუცია ყველა მოქალაქეს აძლევს დაქორწინების უფლებას. ამასთან დაკავშირებით, ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა დაარღვევდა ჰომოსექსუალთა კონსტიტუციურ უფლებას.

დადგენილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლოს შენობასთან ერთსქესიანი ქორწინების ასობით მომხრე შეიკრიბა, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას უდიდესი სიხარულით შეხვდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება იმ შტატებში, რომლებშიც ასეთი სახის ქორწინება ადგილობრივი ხელისუფლებისა მიერ არ არის ლეგალიზებული. დღემდე ასეთი ქორწინება დაშვებული იყო 38 შტატში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა