"სიცოცხლეზე უკეთესი არაფერია..." - ეთერ კაკულიას უკანასკნელი ფოტოები

"სიცოცხლეზე უკეთესი არაფერია..." - ეთერ კაკულიას უკანასკნელი ფოტოები

გუშინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ მომღერალს ქიმიოთერაპიის კურსი სულ ცოტა ხნის წინ შეუჩერეს. იგი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, თუმცა, მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რის გამოც, ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს. გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს ეთერ კაკულიას ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუდან, რომელიც მან კვირის პალიტრას მისცა.

"ვამბობდი, 102 წელი უნდა ვიცოცხლო-მეთქი. ფალიაშვილის 102 ნომერში

იყო ჩვენი სახლი. ძალიან მიყვარს ის ადგილი"

ჩემმა პროფესიამ მაჩუქა დიდი ბედნი­ერება, რომ ხალხს ვუყვარვარ. ქუჩაში შემხვედრნი მოდიოდნენ და მკოცნიდნენ. ბავშვები დამდევდნენ, - ეთერი ჩემი მეგ­ობარიაო.

სიცოცხლეზე უკეთესი არაფერია... 102 წელს მგონი, ვეღარ ვქაჩავ... ქიმიოთერაპიამ­ ძალიან მომტეხა... მაგრამ იცი, რა? კაცს ავადმყოფობა არ კლავს... ბოროტება კლავს,­ სიკეთე კიდევ აცოცხლებს...

მადლობელი ვარ უფლის ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მომანიჭა, იმისთვის, რომ მე, რომელსაც არ დამიმსახურებია ამხელა ბედნიერება, პატრიარქი მეწვია შინ და გამამხნევა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია